სიახლე 

რესტორნები შესაძლოა ისევ დაიხუროს 15 04 21

რესტორნები შესაძლოა ისევ ,,დაიხუროს’’ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ინფიცირების კუთხით ქვეყნისთვის “ყველაზე დიდი საფრთხე” სარესტორნო ბიზნესია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით ,სწორედ რესტორნები არღვევენ ,ყველაზე ხშირად, დაწესებულ რეგულაციებს. “ყველაზე ნაკლებად ხდება დაცვა იმ პირობების, რომელიც არის აუცილებელი, ასევე, მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება დარღვევა იმ პირობის, რომელი დათქმაც იყო თავდაპირველად, როდესაც მათ გახსნაზე იყო საუბარი.’’ ტიკარაძის თქმით :   თუ დადებითობის დღიური მაჩვენებელი ასცდება 4 პროცენტს,მაშინ შეზღუდვები სწორედ, სარესტორნო ბიზნესიდან დაიწყება,,ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით ხდება კვლავ ეპიდისტუაციაზე დაკვირვება” განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სრული  ,,ლოქდაუნისა’’ და რესტორნების დახურვის შემდეგ,რა ბედი ეწევა სარესტორნო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, ჯერჯერობით უცნობია.. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ ფოთელ რესტორატორებს ვესაუბრეთ,როგორც ისინი აცხადებენ :   სარესტორნო ბიზნესი ,, კიდევ ერთ დარტყმა’’ ვერ გაუძლებს, ისინი მკაცრად იცავენ რეგულაციებს, და მიუხედავად ამისა თუ ,,დაიხურებიან’’ ეს მათ ეკონომიკას იმდენად დააზარალებს,რომ რესტორნების საერთოდ გაუქმება მოუწევთ.როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია გვაჩვენებს, შეგახსენებთ,რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებით იმატა ვირუსით ინფიცირების შემთხვებმა,რის გამოც ფოთის ყველა კერძო და საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მსგავსი სტატიები