სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზის გამოყენებაზე იმუნიზაციის საბჭო დღეს იმსჯელებს. ქვეყანას ამ დრომდე არ გამოუყენებია ვაქცინა, რადგან საბჭო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი თემა ადგილობრივი მარეგულირებლის სამომავლო ქმედება იქნება. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 109 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 131 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 27 ,სენაკი ლაზიკა მედში – 49 პაციენტი. ფოთში 16 აპრილის მდგომარეობით 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მსგავსი სტატიები