სიახლე 

სხალთის ეპისკოპოსის განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა უპასუხა 19 04 21

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო  დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინის ბავშვთა პანსიონში, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით არ შეუშვა.

,, მე რომ მკითხოს კაცმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს და საქართველოში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ასეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი.ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და მე ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად იმ ბავშვებს ვერ მივცემ”, განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი”, — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი  ფოთისა და ხობის მირტოპოლიტმა  მეუფე გრიგოლმა გააკეთა  ,,მე ერთი რამე ვიცი ვიცი , რომ საერთოდ ორი მხარე აქვს ცოდვას, ერთი არის რომ მოიძულე ცოდვა, მაგრამ არა ცოდვილი , მაგრამ მეორეა, რომ არ უნდა განიკითხო ადამიანი, რადგან ყველანი ცოდვილები ვართ, მაგას ღმერთი განსჯის ვისი ცოდვა მეტია და ვისი ნაკლებია ‘’

შეგახსენებთ,რომ  სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ნინოწმინდის, წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.

მსგავსი სტატიები