სიახლე 

კოლხური კულტურის მუზეუმში გამოფენა მოეწყო 16 04 21

დედაენის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქალაქში გრძელდება.კვირეულის ფარგლებში, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ფოტო გამოფენა: “მამული, ენა, სარწმუნოება’’. ,,გამოფენა ეძღვნება ადამიანებს, ვინც იბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის და ამით მინიმალური მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ’’ აღნიშნა, კოლხური კულტურის, მუზეუმის დირექტორმა : ელენე გაბლიანმა. ასევე დედა ენის კვირეულის ფარგლებში მუზეუმში ,ფოთის ,თეოფანე დავითაიას სახელობის , 1 საჯარო სკოლის მოასწავლეებმა პროექტი ,,მამულისა გზითა სვლაი წარმოადგინეს’’. ფოთის პირველი საჯარო სკოლა აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს თუმცა კოვიდ პანდემიის გამო ის წელს განსხვავებულად აღინიშნა. შეგახსნებთ, რომ აღნიშნული გამოფენა, დროებითია და ის ,,დედაენის კვირეულის ‘’ფარგლებში მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები