სიახლე 

შარლ მიშელის ინიციატივას ფოთელი ოპოზიციონერი ლიდერები ეხმაურებიან 04 19 31

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას ახალი დოკუმენტი შესთავაზა. შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტის გასაცნობად გუშინ ევროკავშირის დელეგაციის ოფისში , ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი მივიდა. შეხვედრაზე არ ყოფილა „ქართული ოცნება“,როგორც მათ განაცხადეს: ,,ახლა ჯერი ოპოზიციაზეა’’ რადგან მათ უკვე მოაწერეს ხელი ევროკავშირის წარდგენილ დოკუმენტს, საუბარია წინა დოკუმენტის ტექსტზე და არა იმ ვარიანტზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გააცნო ოპოზიციას.ახალ დოკუმენტში წერია, რომ 19-20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მიიღოს,ანუ მკაფიოდაა აღნიშნული მელია-რურუას გათავისუფლება.ამასთან დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება 2022 წელს,იმ შემთვევაში თუ 2021 წლის ოქტომბრის,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,მმართელი პარტია ,,ქართული ოცნება’’ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ყველა პუნქტის შესრულების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობენ მომავალ არჩევნებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი,ოპოზიციური პარტიების,ფოთელ ლიდერებს დაუკავშირდა. როგორც ისინი აცხადებენ : დოკუმენტის ტექსტი მისაღებია, თუმცა ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის კი – ნაკლებად. შეგახსენებთ,რომ შარლ მიშელმა ,18 აპრილს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა და მედიატორების შეთავაზებული წინადადება ახლა ხელმოწერას ელოდება.

მსგავსი სტატიები