აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს 5 დღიანი კარანტინის რეჟიმი მოეხსნათ 04 19 21
საქართველოში, 7 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან „ენგურის მდინარის“ გადმოცურვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად სწრაფი ტესტის მეშვეობით მიიღებენ. „დღევანდელი დღიდან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს საკარანტინე რეჟიმი არ შეეხებათ, მოხდება ტესტირება „ანტიგენის“ სწრაფი ტესტით, რომლის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას“- ნათქვამია განცხადებაშიშეგახსენებთ, რომ საკარანტინე შეზღუდვა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებებს დღეს მოეხსნათ.