დღეს ფოთში ,,უაქციზო სიგარეტები” ამოიღეს 19 04 21
დღეს ფოთში , გარე მოვაჭრეებისაგან, უწყების მიერ, რამდენიმე კოლოფი ,,უაქციზო სიგარეტი’’-ს ამოღება მოხდა.როგორც გარე-მოვაჭრეები აცხადებენ, მათთვის თამბაქოს გაყიდვისგან მიღებული თანხა შემოსავლის ძირითადი წყაროა და ისინი საჯარიმო სანქციას ვერ გადაიხდიან. როგორც გარე მოვაჭრეებმა გადამღებ ჯგუფს განუცხადეს : უაქციზო სიგარეტების ამოღება საგადასახადო სამსახურის მიერ მოხდა.ჩვენი გადამღები ჯგუფი, შემოსავლების სამსახურს დავუკავშირდით, როგორც ისინი აცხადებენ,მათ მიერ მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა და სავარაუდოდ ,აღნიშნული, საგამოძიებო უწყების მიერ მოხდა.შეგახსნებთ,რომ ,,უაქციზო სიგარეტები’’-ს ყიდვა,გაყიდვა გასაღება,დასჯადია.