სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 19 04 21

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებშია ქვეყანა მორიგი ლოკდაუნის აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.ექიმ გიორგი ღოღობერიძის თქმით სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, მან ისაუბრა კიდევ ერთ გართულებაზე, რომელიც იშვიათია, თუმცა თუ მოქალაქე ამის შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.ღოღობერიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც ვაქცინირებულმა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.„ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ თუ გექნებათ თავის ტკივილი და ის არ გიმსუბუქდებათ, ტკივილი უფრო და უფრო მძიმდება, რადგან თავის ქალადან სისხლი ვერ გამოდის, სისხლის შეგუბება ხდება, ქალის შიდა წნევა იზრდება.თუ გექნებათ მუცლის მწვავე ტკივილი, არ იქნება ტკივილი გულმკერდში და გექნებათ სუნთქვის გაძნელება. ასევე, გექნებათ ფეხის გალურჯება, ესაა ის ნიშნები, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კლინიკას., – განაცხადა ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას.კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 80 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 155 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 ,სენაკი ლაზიკა მედში – 50 პაციენტი. ფოთში 14 საათის მონაცემებით კოვიდ-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები