ფოთში კორონა ვირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 20 04 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი.კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 030 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა,იტალიაში საქართველოს საელჩომ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.რამდენიმე დანართის თანახმად, იტალიის ტერიტორიაზე შემსვლელებმა და იტალიიდან დაბრუნების მსურველებმა ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენური სავალდებულო ტესტირება უნდა წარადგინონ.ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს.„Covid-19-ის ახალი შემთხვევები ზედიზედ მერვე კვირაა იზრდება. გასულ კვირას, 5.2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, 25-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგანგაშო ტემპით იზრდება, რაც კორონავირუსის ძალიან გადამდები ვარიანტებით შეიძლება იყოს განპირობებული.19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 3.24%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 3.92%., შეგახსენებთ,რომ თუ დადებითობის გაიზრდება, ქვეყანაში შესაძლოა ახალი ლოქდაუნი დაიწყოს.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163 შემთხვევა დაფიქსირდა.საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 7სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რამდენიმე კლინიკაში მკურნალობენ. რუხის კლინიკაში იმყოფება – 155 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 24 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი – 48 პაციენტი, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა – 62.დღეს 17 საათის მონაცემებით,ფოთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.