სიახლე 

საქართველოს ღირშესანიშავ ადგილებში ფოთის ღირშესანიშნაობებიც მოხვდა 20 04 21

საქართველოში აუცილებლად სანახავი ადგილებს შორის ,ფოთის საკათედრო ტაძარი და ქალაქის ღირშესანიშნაობები მოხვდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ GreeThis“ ფარგლებში ვებ-გვერდი , ვირტუალური სახელმძღვანელო შავი ზღვის საზღვრისპირა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობების შესახებ შეიქმნა. პროექტ „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“-ს ფარგლებში დაიბეჭდა ბუკლეტი, რომელიც ქალაქ ფოთს და მის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს მიეძღვნა. ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთოებების მდივანს, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის მენეჯერს ტატიანა ბოკუჩავასა და პროექტის კოორდინატორს ავთანდილ ოსეფაიშვილს შეხვდა და აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.შეგახსენებთ, რომ საქართველოში აუცილებლად სანახავი ადგილებს შორის ,ფოთის საკათედრო ტაძარი და ქალაქის ღირშესანიშნაობები მოხვდა.

მსგავსი სტატიები