ფოთში, ველო ბილოკის შექმნის ინიციატივით ონლაინ პეტიცია მომზადდა 21 04 21
მოქალაქის, გიორგი ფირცხალავას ინიციატივით, ფოთში ველობილიკების შექმნის მოთხოვნით, ონლაინ პეტიცია მომზადდა. მოთხოვნის მთავარი მიზანია : ქალაქში შეიქმნას ველობილიკები,რომელზეც ველომოყვარულები შეძლებენ უსაფრთხო გადაადგილებას. “ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ მეტად სუფთა და ჯანსაღი გარემო, წყნარი და მშვიდი ქალაქი, გაცილებით ნაკლები საგზაო დატვირთვა, ველო-ტურისტული ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრების რეალობა გვექნება”.-აღნიშნულია განცხადებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მოსახლეობას ვესაუბრეთ, უმრავლესობისთის ქალაქში ველობილიკის არსებობა მისაღებია.აღსანიშნავის,რომ პეტიციას 412 ონლაინ ხელმოწერა სჭირდება,რის შემდეგაც, აღნიშულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.შეგახსნებთ,რომ ხელმოწერა ბმულზე, petition.lsg.ge-ზე შეგიძლიათ.