სიახლე 

კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყება 21 04 21

ფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2019 წელს დაწყო, რომლის პირველი ეტაპიც გზის სავალი ნაწილის სამუშაოებს და გარე განათების მოწყობას გულისხმობდა, აღნიშნული სამუშაოები შპს”უნივერსმალმა” შეასრულა.2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი გაგრძელდა, რომელიც საფეხმავლო გზის, სპორტული მოედნებისა და ჯებირის განახლება-გამაგრებას გულისხმობდა, ეს იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე ჩატარდა.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი, ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც სანაპირო ზოლის მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.შეგახსენებთ, რომ ფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წლის ივნისში განახლდება.

მსგავსი სტატიები