პირველ კლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა 21 04 21
პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა.საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.შეგახსენებთ,რომ რეგისტრაციის მე2-ე ეტაპი 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება