სიახლე 

ფოთში სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა 21 04 21

ფოთის სამხატვრო სასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ავარიული იყო,რეაბილიტირდა, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და უკვე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ..სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. პროექტი ფონდ “ქართუ”მ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა

მსგავსი სტატიები