სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება 21 04 21

საქართველოში, ბოლო 24 საათში,კორონავირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %-ია.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაძლოა გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვების საკითხი დადგეს.როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ფართომასშტაბური შეზღუდვები არ იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს 21 აპრილს, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭო შეიკრიბება, სადაც დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.~დღეს ჩვენ გვქონდა 1 790 ინფიცირების შემთხვევა და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც რა თქმა უნდა, ასევე, ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით და ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდ-საბჭო, სადაც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება”,- განაცხადა ტიკარაძემ, გუშინ გამართულ შეხვედრაზე. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო – ზემო სვანეთში – 113 შემთხვევა დაფიქსირდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები სხვადასხვა კლინიკებში გადიან.რუხის კლინიკაში იმყოფება – 166 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 24 ,სენაკი ლაზიკა მედი – 22 პაციენტი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 115 პირი. ფოთში კორონავირუსის 20 ახალი შემთვევა ფიქსირდება.

მსგავსი სტატიები