სიახლე 

ფოთის კალთბურთის შენობის ფასადზე, როლანდ გარუჩავას სახელობის მემორიალური დაფა განთავსდა 21 04 21

2021 წლის 28 იანვარს გამართულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის , სამეგრელოს კალათბურთის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფის განთავსების შესახებ ინიციატივა შევიდა. კომისიამ აღნიშნული საკითხი დადებითად ცნო.

 დღეს 21 აპრილს, 9 აპრილის ხეივანზე, მდებარე კალათბურთის დარბაზის შენობის ფასადზე,საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სპორტის ოსტატის, საკალათბურთო კლუბ ,,დინამო”-ს ვეტერანი კალათბურთელის, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფა განთავსდა.

მოეწყო დაფის გახსნის ცერემონია და ფილმის ჩვენება, ,,როლანდ გარუჩავას ყოფილ მოსწავლეებსა და ახლანდელ, ახალი თაობებს შორის კალათბურთის თამაში’’

შეგახსნებთ რომ როლანდ გარუჩავა ,სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე გახლდათ.

მსგავსი სტატიები