25 აპრილის მართმადიდებლური სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავდა 26 04 21
ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული, ბზობა, აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. . ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი სახარების მოთხრობაზეა დაფუძნებული, , რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.
25 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ,ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა, რომელსაც მრევლთა დიდი რაოდენობა, კოვიდ რეგულაციების დაცვით, ესწრებოდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ,მეუფე გრიგოლმა ,საკვირაო ქადაგება არ ჩაატარა და ფოთის საკათედრო ტაძარი კომენტარის გარეშე დატოვა.სავარაუდოდ მეუფემ, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კითხვებს თავი აარიდა.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, მართმადიდებლური სამყარო, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა.