ფოთის კულტურის სამსახურის განხორციელებული ორი პრექტი დასრულდა 26 04 21
ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ,კორნელი კეკელიძის სახელობის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროექტი: სახვითი ხელოვნების კონკურსი: ,,ჩემი დიდგორი“ და „გახდი დიდგორის მემატიანე“– კონკურსი კალიგრაფებისათვის დასრულდა, რომლებიც დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს მიეძღვნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტს კესო კალანდარიშვილს ვესაუბრეთ.
კორნელი კეკელიძის სახელობის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 28აპრილს ონლაინ დაჯილდობას გამართავს ,სადაც კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან. აღსანიშნავია,რომ კონკურსში, ფოთის, ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.