„ფოთის კოლხეთი 1913”-მა თბილისის სპაერს უმასპინძლა . 26 04 21
დღეს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 3-ის 2021 წლის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც „ფოთის კოლხეთი 1913“ სტუმრად თბილისის „სპაერს“ მასპინძლობდა.
მატჩი პირველივე წუთიდან დაძაბული თამაშით დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი ორივე გუნდმა გოლის გარეშე დაასრულა, მეორე ტაიმში „სპაერთა“ მხრიდან 58-ე წუთზე ბექა ხოჯანაშვილის მიერ „კოლხეთის“ კარში გატანილ გოლს, ფოთელი ფეხბურთელების მხრიდან დიდი დაბნეულობა მოჰყვა.
პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, ფოთელი გულშემატკივრების უკმაყოფილება და აგრესიულობა 85 წუთზე არდანიშნულმა 11 მეტრიანმა გამოიწვია, რასაც , ფოთელი ფეხბურთელების ემოციური შეცდომა, და 90-ე წუთზე „სპაერის“ მხრიდან დავით ჩიგოევის გოლი მოჰყვა. თამაში 2:0,თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსნებთ, რომ თბილისის „სპაერი“ საფეხბურთო ცხრილში 1 ადგილზეა და ლიგა 3-ის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდადაა დასახელებული.
შეგახსენებთ, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“ საფეხბურთო ცხრილში დღევანდელ მატჩამდე 7 ქულით მეორე ადგილზე იყო, ხოლო დღეს წაგებული მატჩის შემდეგ მან, 7 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.