ფოთის , დავით ტატიშვილის სახელობის ცენტრის ინოვაცია 26 04 21
ფოთში, დავით ტატიშვილის სახელობის ცენტრი, რომელიც 4 თვის წინ გაიხსნა , აქტიურად შეუდგა პაციენტების მიღება-მკურნალობას .
სამომავლოდ გახსნილ კლინიკაში, ყველა სახისა და სირთულის ორთოპედიული ოპერაციების ჩატარება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ პირველად ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ,ინოვაციური მეთოდი, დაინერგა ,რომლითაც ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სახსრებში,წარმატებით გაკეთდა. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნიკა ხუნჯგურუა აღნიშნავს: აღნიშნული ინოვაციური მეთოდი, პაციენტს დაეხმარება შეუნარჩუნდეს საკუთარი სახსარი.მისი განმარტებით მთავარია, პაციენტს მიეწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია ორთოპედიული ჩარევების შესახებ, რადგან მეტი ინფორმირულობა ,პროგრესის საწინდარია.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნული ინოვაციური მეთოდით ოპერაციას ,ფოთში,დავით ტატიშვილის სახელობის კლინიკიაში, თბილისიდან მოწვეული ექიმები, ნიკა ხუნჯგურუას ხელმძღვანელობით ჩაატარებენ.