სიახლე 

სააღდგომოდ სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტება 27 04 21

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილომა, მთავრობის სხდომაზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით,ახალი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ :საქართველოს მთერ ტერიტორიაზე აიკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება და ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და  ფოთის მოსახლეობას ვესაუბრეთ,უმეტესობისთვის დაწესებული შეზღუდვები მიუღებელი და არაეფექტურია. როგორც ისინი აღნიშნავენ, ,,სასაფლაოზე გასვლა და მიცვალებულთათვის სანთლის დანთება აუცილებელია’’

შეგახსენებთ, რომ 3 დან 12 მაისის ჩათვლით,საქართელოს ტერიტორიაზე ცხადდება უქმე დღეები, ამასთან აიკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება და სასაფლაოებზე გასვლა.

მსგავსი სტატიები