სიახლე 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, FLEX-ში გამარჯვებულები,სიგელებით დააჯილდოვა 27 04 21

დღეს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ,ბექა ვაჭარაძე, ფოთელ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა,სიგელებით დააჯილდოვა და მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

მსგავსი სტატიები