ფოთში, “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” მედია-ტური მოაწყო 27 04 21
დღეს, “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” (NALAG), ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP საქართველოს პროექტების ფარგლებში, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, ერთობლივი მედია-ტური მოაწყო.
აღნიშნული მედია-ტური 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები გაეცნობიან: სენაკის, ზუგდიდის, ფოთის ,ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 2018-2020 წლებში განხორციელებულ წარმატების მაგალითებს.
დღეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტები ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდნენ, სადაც გასულ წელს პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს “ახალგაზრდების იდეა ფოთს”-გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული იმ პროექტებისა და ინიციატივების გაცნობა წარმოადგენს, რომლებიც ,,საუკეთესო პრაქტიკის პროგორამას’’ (BPP) მიერ წარმატებულ პრაქტიკად აღიარდა.