სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგით მე-6-ე გეგმიური სხდომა გაიმართა 27 04 21

დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 გეგმიური სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, გენიალური მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებისადმი პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით გახსნა, სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი.

ერთ-ერთი საკითხი,  ქალაქ ფოთის მერის  2020 წლის ანგარიში  იყო. ანგარიშის წარგენას თავად მერი, გოჩა კურდღელია  არ ესწრებოდა, რასაც   ოპოზიციური პარტიების მხრიდან,სიტყვიერი  პროტესტი მოჰყვა,მათი განცხადებით:  მერთან მთელი რიგი კითხვები ჰქონდათ და მისი არ გამოცხადება უპასუხისმგებლობად ითლება.

ასევე, ერთ- ერთი საკითი იყო, ფოთის თეატრი. აღნიშნულთან დაკავშრებით   ვიცე-მერმა,კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა, რომ თეატრის მშენებლობის ახალ პროექტზე მუშაობა დაწყებულია. კომისიაამ ოთხივე საკითხი შეაჯამა და დადებითად ცნო.

მსგავსი სტატიები