სიახლე 

ფოთში კოვიდ -19 ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 28 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 551ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილურდება, შემთხვევების რაოდენობა მატულობს. „ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1551 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების რაოდენობის მომატება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, აუცილებლად ვატაროთ პირბადე და თავი შევიკავოთ სადღესასწაულო სუფრებისგან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია დიდი თავყრილობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის „ინდური შტამი“ სულ მცირე 17 სახელმწიფოში დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. სწორედ ამიტომ გამყრელიძემ მოქალაქეებს დიდი შეკრებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 130 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 49კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 437კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 26 ,სენაკი ლაზიკა მედში – 48 პაციენტი. ფოთში 12:00 საათის მონაცემებით კოვიდ-19ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები