სიახლე 

მოსახლეობა აღდგომას პროდუქტებზე გაზრდილი ფასით ხვდება 28 04 21

ფოთელი მოსახლეობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორია პროდუქტის ფასები კოვიდ პანდემიის ფონზე წინასააღდგომოდ.

მოვაჭრეთა განცხადებით პანდემიამ მათზე უარყოფითი გავლენა იქონია, პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა მომხმარებელთა რაოდენობამ კი იკლო. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020 წლის აპ­რილ­ში წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით ხილი 45%-ით, რძის ნა­წარ­მი 23%-ით, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი 15%-ით, პურპრო­დუქ­ტე­ბი კი 8.4%-ით გაძ­ვირ­და. „საქსტატ­მა“ აპ­რი­ლის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აპ­რილ­ში წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 6.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

როგორც ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყვეთ პროდუქტების ფასები კვლავ მაღალია. ამდრომდე უცნობია როდის დარეგულირდება ფასები და დავუბრუნდებით  ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მსგავსი სტატიები