სიახლე 

ფოთში COVID -19 ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 29 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. 150 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად კოვიდი 300 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება და 3 ათასზე მეტი იღუპება.ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ინდოეთის დროულად დატოვებისკენ და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.სრული ლოკდაუნისთვის ემზადება თურქეთი, სადაც მკაცრი შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება და 17 მაისამდე გაგრძელდება.ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალია კი, შეზღუდვებს ბანგლადეშიდან ჩასულ მგზავრებს უწესებს.
კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 99 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 148 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 26 ,სენაკი ლაზიკა მედში – 60 პაციენტი. ფოთში 12:00 საათის მონაცემებით კოვიდ-19 ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები