დღეს შ.შ.მ. პირებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ 29 04 21
დღეს, ფოთში არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირმა, „იტელექტ პლიუსმა„ მცირეწლოვან შშმ ბავშვებს სააღდგომო ნობათი გადასცა, ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი სახის აქციები ყოველწლიურად იმართება.
„ჩვენ ყოველ სადღესასწაულო დღეებში ვახორციელებთ მსგავსი სახის აქციებს, რომ გავახაროთ პატარები და დღესაც მორიგი აქცია გავმართეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით“-ჩვენთ5ან ინტერვიუში შშმ პირთა „ინტელექტ პლიუსის“ წევრმა იზოლდა მიროლაშვილმა აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია სააღდგომო ნოიბათის მიწოდებით დღეს 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაეხმარა.