დღეს „წითელი პარასკევია“ 30 04 21
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს საეკლესიო მსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებენ. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ტაძრებში არ სრულდება წირვა . გარდამოხსნის რიტუალი შუადღის ორ საათზე დაიწყება. ეს დღე ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ, მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა, პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავანთავისუფლოთო? ხალხმა ბარაბას განთავისუფლება ითხოვა, პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ჭურჭელი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო,ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.უკვე მეორე წელია ქვეყანა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კოვიდ რეგულაციების პირობებში ხვდება.