ფოთში კორონა ვირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 30 04 21
საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.„სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო. „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკის“ ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული. ამასთან, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.ჩინური ვაქცინა არის საკმაოდ უსაფრთხო, რაც ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ლი იენმა. მისი თქმით, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება.ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 150 მილიონს გადააჭარბა.კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 104 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 148 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 26 ,სენაკი ლაზიკა მედში – 60 პაციენტი. ფოთში გასული კვირის კოვიდ სტატისტიკაზე ნინო ლეფსაია გვესაუბრება.ფოთში 2020 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, N14, N16 და N21 ბინების რეაბილიტაცია დაიწყო. განხორციელდა დაზიანებული ფილების დემონტაჟი, რის შემდეგაც ფასადების მოწესრიგების მიზნით საპროექტო დოკუმენტაცია იქნა შესყიდული.როგორც ჩვენთან საუბარში, ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იაგო რომანაშვილი განმარტავს, გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარე თვის ბოლოს ხელშეკრულება გაფორმდება.შეგახსენებთ რომ, აღნიშნული ბინების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 380 000 ლარს აღემატება