სიახლე 

დღეს ფოთშიკოვიდ -19ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 05 05 21

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს, საღამოს 20:00 საათიდან „ასტრაზენეკის“ ვაქცინის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება. აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, რეგისტრაციის შემდეგ, მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ გამოცხადდნენ. სხვა გამოსავალი არ არის, საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია. „აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. „მწვანე პასპორტებზე“, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 118 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 142 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 24 ,სენაკი ლაზიკა მედში – 60 პაციენტი. 12:00ის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19-ის 15ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები