დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია 05 05 21
დღეიდან სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და დაწესებული სანქციები მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს რომ მოქალაქეები ახლობლების საფლავზე გასვლას ისევ შეძლებენ. შეგახსენებთ რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 2-4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იყო. წესის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა 2 000 ლარით იყო განსაზღვრული