დღეს ფოთში შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი იმყოფებოდა 05 05 21
დღეს ფოთის მერიაში, შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტს გიორგი კაბულაშვილსა და მერის მოადგილეს, პაატა ლაგვილავას შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე, აღნიშნული სპორტის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხი განიხილეს. ასევე საუბარი იყო ჩემპიონატების ჩატარებაზე ჩვენს ქალაქში, რომელსაც სისტემატიური სახე ექნება. „ჩვენ ხელს ვუწყობთ ქალაქში ყველა სპორტის განვითარებას და რა თქმა უნდა არც ამ სახეობის სპორტი იქნება გამონაკლისი, ყველაფერს გავაკეთებთ ქალაქში ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის და ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების, სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებას“, აცხადებს ფოთის მერის მოადგილე ,პაატა ლაგვილავა ჩვენთან ინტერვიუში. შეგახსნეებთ, რომ აღნიშნული სპორტის პოპულარიზაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება.