სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 06 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და რეკომენდაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პროცესში ცნობილი პირები ჩაერთნენ, მოსახლეობის აქტივობამ მოიმატა. ეზუგბაიამ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის მიმართ დაბალი აქტივობის მიზეზიც განმარტა. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, პრაქტიკულად 80%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე შტამებისა, არის – ბრიტანული. კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 121 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 130 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 22 ,სენაკი ლაზიკა მედში – 53 პაციენტი. 12:00ის მონაცემებით ფოთში კოვიდ -19ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები