სიახლე 

მოპედებს რეგისტრაცია და მართვის მოწმობა დასჭირდება 07 05 21

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მისი უწყება მოპედების რეგისტრაციასა და მართვის უფლების გაცემას გეგმავს.

„იგეგმება მოპედების რეგისტრაცია. მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის უფლების გაცემა“, – განაცხადა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე აღნიშნავს, რომ მოპედით გადაადგილებისას გარდაცვლილთა მონაცემები გაზრდილი არ არის. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირია მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება. 

შეგახსნებთ,რომ გომელაურის ცნობით,ინიციატივა 2 მოსმენით გასულია პარლამენტში და მოპედების რეგისტრაცია “მალე” დაიწყება. 

მსგავსი სტატიები