სიახლე 

ფოთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს 07 05 21

ფოთში ვაქცინაცია, ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში მიმდინარეობს. მსურველები ჩინური ვაქცინით ,,სინოფარმი’’-ით იცრებიან.

მედიკოსების თქმით ქალაქში, ვაქცინაციის მსურველთა საკმაოდ მაღალი აქტივობაა,რასაც  შესაბამისი სტატისტიკაც ადასტურებს. 24 მაისის ჩათვლით,ვაქცინაიისთვის ყველა,საერთო ჯამში ,314 ადგილი დაჯავშნილია.

დღეის მდგომარეობით, ქალაქში 55 ადამიანია აცრილი და როგორც ჩვენს გადამღებ ჯგუფს ექიმებმა განუცხადეს,არცერთ მათგანსა არანაირი სახის გვერდითი მოვლენა არ განუვითარდა. შეგახსენებთ,რომ იმუნიზაციის  პროცესი ფოთში 5 მაისს ,ჩინური ,,სინოფარმით’’ დაიწყო  და 8 მაისის მონაცემებით,ქალაქში 55 ადამიანია აცრილი,ხოლო 24 მაისამდე,ვაქცინაციისთვის  ყველა ადგილი დაჯავშნულია.

მსგავსი სტატიები