სიახლე 

ფოთში COVID 19 – ს 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 05 21

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა. მიმდინარე კვირაში, საქართველოში შესაძლოა დამატებით 40-მდე იმუნიზაციის კაბინეტი გაიხსნას. კაბინეტების დამატებით, შესაძლებელი გახდება მაისში დაახლოებით 55 000 ადამიანი აიცრას. ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძეს თქმით უქმე დღეების მიუხედავად მობილობა შემცირებული არ არის და ,,დანის პირზე გავდივარ’’, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76 პროცენტია, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის. კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 45 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 145 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 25 ,სენაკი ლაზიკა მედში – 54 პაციენტი. 12:00ის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19-ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები