სიახლე 

ფოთში ქალაქის დღე აღინიშნა10 05 21

კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, ტრადიციის თანახმად ქალაქის დღე აღინიშნება. კვირაცხოვლობის საზეიმო წირვა ,ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა.

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება ,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერს, კესო გელენიძეს და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას მიანიჭა.

ფოთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს, პრემია ,,ფაზისი“ გადაეცა. სიგელების გადაცემა საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში შედგა.

მსგავსი სტატიები