სიახლე 

ფოთში რუსთაველის რკალს და დავით აღმაშენებლის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 05 21

პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”ს ფარგლებში ფოთში რუსთაველის რკალს და დავით აღმაშენებლის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, გამოვლინდება რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მსგავსი სტატიები