სიახლე 

ფოთში„ნამახვანჰესის მშენებლობის„ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა 10 05 21

დღეს 15 საათზე, ფოთში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე,ნამახვანჰესის მშენებლობის, საწინააღმდეგო აქცია გაიმართა,მონაწილეთა განცხადებით,ისინი ,,რიონის ხეობის მცველებს’’ მხარდაჭერას უცხადებენ და მშენებლობას აპროტესტებენ. აქციისს ერთ-ერთი ორგანიზატორი,,,რიონის მცველი’’ ვარლამ გოლეთიანი გახლდათ,რომელმაც აღნიშნა,რომ მოსახლეობის დიდი სურვილია ყველა იყოს ინფორმირებული ნამახვანჰესთან დაკავშირებით და კომუნიკაციის პრობლემის გამო,საინფორმაციო შეხვედრა ყველა ქალაქში უნდა შედგეს,სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი აქცია-პერფორმანსი ფოთში. შეგახსენებთ,რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ჰესის მშენებლობაზე 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვენ. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ აქციები პერმამენტული ხასიათისაა და 23 მაისს მასშტაბური შეხვედრა თბილისში იგეგმება.

მსგავსი სტატიები