სიახლე 

13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება 11 05 21

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის, ნინო ეფხოშვილის განცხადებით სკოლებში მატერიალური ჟურნალები აღარ იქნება, შეფასებები ელექტრონული ჟურნალების საშუალებით იწარმოებს. 13მაისიდან კი უქმე დღეები სრულდება.განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.  გოჩა ქორქიას განცხადებით განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ამ დროისთვის პედაგოგთა კორონა ვირუსზე ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესი მიმდინარეობს და შემდეგ ეპიდვითარების გათვალისწინებით ეპიდემიოლოგებთან ერთად,გადაწყდება სწავლის განახლების საკითხი  „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში აღნიშნულია: „2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება“.

მსგავსი სტატიები