სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 21 შემთხვევა დაფიქსირდა 11 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის განმართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს. დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრადაა გაზრდილი. კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 131 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 138 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 27 ,სენაკი ლაზიკა მედში – 12 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში გასული 24საათის განმავლობაში კოვიდ 19ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები