ნილა მელია თავისუფალია 11 05 21
23 თებერალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილის რვის ნახევრისთვის გამოჩნდნენ, თავდაპირველად ნიკა მელიას ჩაბარებისკენ მოუწოდეს,რისთვისაც ნახევარი საათი მისცეს.
დროის ამოწურვის შემდეგ კი. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე’’ ნიკანორ მელია დააპატიმრეს.
რამდენჯერმე გადადებული სასამართლო პროცესების ,შარლ მიშელის წერილისა და ამნისტიის შესახებ კანონის შემდეგ, მელიამ საპატიმრო, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე დატოვა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ოპოზიციური პარტიების ,ფოთელ ლიდერებს დავუკავშირდით. როგორც ისინი აღნიშნავენ მელიას გათავისუფლება ოპოზიციის გამარჯვებაა.
პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა დეკემბრის ბოლოს ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია,რის გამოც ის 23 თებერვალს დააკვეს, გუშინ 10 მაისს კი მან საპატიმრო დატოვა.