სიახლე 

ბანკებმა პირველი კვარტალი 412 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს 12 05 21

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ბანკებმა პირველი კვარტალი 412 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეკონომიკის ექსპერტს, ვახტანგ ჭარაიიას დავუკავშირდით,როგორც მან აღნიშნა, ბანკების მოგება,არ შეიძლება ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ ,რადგან,საქართველოს ეკონომიკის მთავარი ფინანსური წილი სწორედ ბანკებზე მოდის,ამასთან  მათ საკუთარი მსხვილი კაპიტალი აქვთ,რომელიც 4 მილიარდს აღწევს და მოგების ძირითადი ნაწილი ვალუტის კურსის ცვლილებიდან მიღებული თანხაა,თუმცა არც ის არის ადეკვატური,რომ სხვა სექტორები ძალიან დაზარალდა და ამის ფონზე ერთმა სექტორმა ასეთი სახის მოგება ნახოს,ამიტომ საჭიროა ქვეყანაში საბანკო პოლიტიკის დასტაბილურება.

ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება – 192 მილიონი ლარი “საქართველოს ბანკმა” მიიღო. მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომელმაც თითქმის 160 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. საერთო ჯამში ამ ორი ბანკის მოგება საბანკო სისტემის მოგების 85.5%-ია.

მსგავსი სტატიები