სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 37 შემთხვევა დაფიქსირდა 12 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 12 მაისის მონაცემებით, საქართველოში 71 570 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ. გარდა ამისა, დღეს 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დეზინფორმაციას უწოდებენ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნათია სხვიტარიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არასწორად ინტერპრეტირებულ მონაცემებს ეფუძნება, რადგან შეგნებულად არის მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. მისივე თქმით, ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის ამ მაჩვენებლით. კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 131 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 136 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 ,სენაკი ლაზიკა მედში – 59 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში გასული 24საათის განმავლობაში კოვიდ 19ის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები