სიახლე 

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას განახლებული განრიგით განაგრძობს 12 05 21

ხვალიდან ფოთში საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას განახლებული განრიგით განაგრძობს. რა გახდა ცვლილებების მიზეზი? როგორია პანდემიის პერიდში მგზავრთა აქტივობა და რა რეგულაციების დაცვა უწევთ მგზავრებს . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ირინა ხიზანიშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით ახალი განრიგის შესაბამისად თბილისი-ფოთი მგზავრთა გადაყვანა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით განახორციელებს.მატარებლის განახლებული განრიგი შემდეგნაირია: თბილისიდან გასვლა 06:40- ფოთში ჩასვლა 12: 12 ,ხოლო ფოთიდან გასვლა 13 – თბილისში ჩასვლა 18:40,რაც შეეხება ბილეთის ფასს: პირველი კლასი- 28 ლარი მეორე კლასი – 16 ლარი ბიზნეს კლასი – 43 ლარი

მსგავსი სტატიები