სიახლე 

„ფოთის კოლხეთი 1913“ თბილისის „სიტის“ მასპინძლობდა 12 05 21

დღეს ფოთის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 3-ის 2021 წლის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც  „ფოთის კოლხეთი 1913“  თბილისის „სიტის“ მასპინძლობდა.მატჩი პირველივე წუთიდან ფოთელებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც 26-ე წუთზე შალიკაშვილის გოლი მოჰყვა, პირველი ძირითადი დრო ფოთელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაასრულეს.მეორე ნახევარი სტუმრება აქტიურად დაიწყეს,  საგოლე მომენტები მომენტები შექმენს, თუმცა ვერ გამოიყენეს, რასაც ფოთელი ფეხბურთელების მხრიდან 65-ე წუთზე ლეჟავას, ხოლო 83-ე წუთზე კაკუშაძეს გოლი მოჰყვა.აღსანიშნავია ის ფატიც, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“-თან არსებულმა საქველმოქმედო ფონდმა „ეს შენი გუნდია“-ს წარმომადგენლებმა, დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელსაც ,,მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი’’-ის პრიზი გადასცეს, აღნიშნული პრიზი კოლხეთის ფეხბურთელს გურამ (დაჩი) ლეჟავას ერგო.აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 3:0 დასრულდა ფოთელების სასარგებლოდ , „ფოთის კოლხეთი 1913“, საფეხბურთო ცხრილში დღევანდელ მატჩამდე 10 ქულით მესამე ადგილზე იყო, ხოლო დღეს მოგებული მატჩის შემდეგ მან, 13 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.შეგახსნებთ,რომ შემდეგ  შეხვედრას „ფოთის კოლხეთი-1913“  17 მაისს, თბილისის „საბურთალო 2“-თან გამართავს. შეხვედრა,თბილისში,საბურთალოს სტადიონზე 11:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სტატიები