სიახლე 

13 მაისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-3-ე ეტაპი იწყება 12 05 21

ხვალიდან ,13 მაისიდან პირველკლასელთა  რეგისტრაციის  მე-3-ე  ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – იწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ქალაქ ფოთის, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფრროსს გოჩა ქორქიას დავუკავშირდით,როგორც მან აღნიშნა, მე-3-ე ეტაპი საყოველთაო, და აუცილებელია რეგისტრაციისთვის ყველა დეტალის გათვალისწინება,მაგ: დოკუმენტაციის დროულად,დადგენილ ვადებში  წარდგენა,რათა არ მოხდეს რეგისტრაციის გაუქმება. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია:მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).შეგახსნებთ ,რომ  პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მსგავსი სტატიები