სიახლე 

დღეს ჩვენს ტელევიზიას საკრებულოს წევრი, მამუკა ხორავა დაუკავშირდა. 12 05 21

დღეს ჩვენს ტელევიზიას,ლეიბორისტული პარტიის,ფოთის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, მამუკა ხორავა დაუკავშირდა.ხორავამ ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი გზების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში დაწყებულია ვაქცინაცია,რომელიც  ,,ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში მიმდინარეობს’’- გამსახურდიას ქუჩაზე ,აღნიშნულ ქუჩას კი სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ,,ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სასწრაფოდ გამსახურდიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რადგან დიდი საფრთხეა იმის, რომ სანამ პაციენტი კლინიკამდე მივა რაიმე სახის დაიზიანება მიიღოს’’ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის,ფოთელმა ლიდერმა,ჩვენთან ინტერვიუში.გარდა ამისა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ სწორედ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს,ფოთის ,,კულტურის სახლი ‘’ და მოუწესრიგებელი ქუჩა,მის იერსახეს ამახინჯებს.შეგახსენებთ, რომ ფოთში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,თუმცა როდის მოხდება ,,გამსახურდიას’’ ქუჩის განახლება,ჯერჯერობით უცნობია

მსგავსი სტატიები