სიახლე 

ფოთის საბიბლიოთეკო დარბაზს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა 13 05 21

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა.ლიტერატურული სალონის „გულის სამელნე“-ს  მოსწავლეებმა, მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითეს და ამით გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგესს. ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული შემოქმედებისათვის ,,ვაჟა ფშაველას სახელობის ‘’ პრემიით იყო, დაჯილდოებული, ხოლო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მწერალს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა. გურამ დოჩანაშვილი ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება 2019 წელს მიენიჭა.

მსგავსი სტატიები